Accentnews.ge
კალაძე: "მზიურის პარკს" დაახლოებით 18 000 კვ/მ ფართობი ემატება"

კალაძე: "მზიურის პარკს" დაახლოებით 18 000 კვ/მ ფართობი ემატება"

24/11/2022 08:43:17 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, "მზიურის პარკს" 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაემატება.

მისი თქმით, საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა. კალაძე ამბობს, რომ მოხდება სივრცის ადგილმონაცვლეობა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია სად მოხდება ადგილმონაცვლეობა.

"ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. მინდა, გადაწყვეტილება გავაცნო თბილისელებს – მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია. ეს არის მზიურის პარკის გაყოლებაზე. ეს ტერიტორია დღეს არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან კერძო საკუთრებაში შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. დედაქალაქის მთავრობაზე საკითხი უკვე გავიტანეთ, გადაიგზავნება საკრებულოში და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მინდა, მივულოცო ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია რეკრეაციული სივრცეები, მწვანე არეალები და განსაკუთრებით მზიურის პარკი, რომ დამატებით ორ ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომ შემდეგ ეტაპზე განხორციელდეს ისეთივე ლამაზი პროექტი, რომელიც „მზიურის“ შემთხვევაში მოხდა. თბილისელებს ექნებათ უფრო მეტი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S