"ემპათია": "სააკაშვილს სჭირდება სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევა, რაც საქართველოში არ ტარდება"

24-11-2022 16:23:48 პოლიტიკა ,საზოგადოება

ცენტი "ემპათია", რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნებზე მუშაობს, აცხადებს, რომ საჭიროა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევა, რაც საქართველოში არ ტარდება. ცენტრის განცხადებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ავრცელებს.

"ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩასატარებლად კლინიკა "ვივამედში" უნდა შევიდნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები