გერმანია – პოლონეთს: "ნატო-ს თავდაცვითი სისტემების მისი ტერიტორიის მიღმა გამოყენებას ალიანსის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება"

24-11-2022 23:22:00 მსოფლიო

"ნატო-ს თავდაცვითი სისტემების მისი ტერიტორიის მიღმა გამოყენებას, ყველა წევრის თანხმობა სჭირდება", – ასე პასუხობს გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტი პოლონეთის მიმართვას.

მისი თქმით, პოლონეთში მომხდარი აფეთების შემდეგ შესთავაზა გერმანიამ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

"Patriot"-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ნატო –ს ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის ნაწილია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იყო ამ სისტემების შეთავაზება პოლონეთისთვის. ყველა სხვა შეთავაზება ნატო-ში და და ჩვენს მოკავშირეებთან უნდა იქნას განხილული", – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot მას შემდეგ შესთავაზა, რაც 15 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევისას პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონეთის, აშშ-ისა და ნატო–ს განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს.

დღეს პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას გადასცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები