
ოკუპირებულ გალში „კონტრაბანდული“ ქართული მინერალური წყალი აღმოაჩინეს
25/11/2022 08:38:15 კონფლიქტები
აფხაზური მხარის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გალში, ერთ-ერთ აგარაკზე, „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“.
აფხაზური მედიით გავრცელებული ვიზუალური მასალის შესაბამისად, საუბარია “ნაბეღლავის” 192 ბოთლ წყალზე.
ნოემბრის დასაწყისში, აფხაზური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მაღაზიებში აღმოაჩინეს 11 ბოთლი "კონტრაბანდული" მინერალური წყალი "ბორჯომი", „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე". ოქტომბრის ბოლოს, ბიჭვინთის მაღაზიაში იპოვეს „ხაშის კონსერვები". ეტიკეტზე გამოსახული იყო საქართველოს დროშა და რუკა, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია.