
აშშ-ის საელჩომ დადიანების სასახლის აღსადგენად 300 000 დოლარი გამოყო
28/11/2022 17:35:37 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დადიანების სასახლის აღსადგენად 300 000 დოლარი გამოყო. ამის შესახებ დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021