„მშვიდობის ქალაქი“ მერიის საახალწლო სლოგანი იქნება

29-11-2022 15:04:23 საზოგადოება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება. შესაბამისი წარწერა უკვე მონტაჟდება თავისუფლების მოედანზე. ის საახალწლო დეკორაციის ნაწილი იქნება.

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი“, რადგან მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ეს არის ყველას საერთო სურვილი.

„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქამდე მერიის წინასაახალწლო სლოგანები იყო – „სიციხლით სავსე ქალაქი“, „სიყვარულით სავსე ქალაქი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები