29-11-2022 23:50:43 საზოგადოება
დედაქალაქის მერიის განცხადებით, თბილისის ანძა ლგბტქ დროშის ფერებში არ განათებულა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, ანძა განათდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი).
მერიის ინფორმაციით, 29 ნოემბერს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო შეთანხმების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას. თბილისში, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების 150-ზე მეტი წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, ასევე, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან.
ტელეანძის განათების საკითხი, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „თბილისი პრაიდმა" „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „დღეს თბილისის ანძა ცისარტყელის ფერებში ანათებს".