კალაძე: "დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა"

30-11-2022 11:55:51 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

„მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თანამშრომლობით დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს“,- განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები