სასამართლომ „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

30-11-2022 13:54:54 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველის“ ჟურნალისტის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ტელეკომპანიას 15 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. კახა კალაძე მორალური ზიანისთვის ჟურნალისტისგან 100 000 ლარს მოითხოვდა.

მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეცენდენტუ. ჩვენ ვართ კმაყოფილები, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ის გარეოება, რომ „TV პირველის“ საშუალებით ჟურნალისტმა მამულაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია – კალაძის მიერ 60 ლარის მოპარვასთან დაკავშირებით, თქვა ტყუილი და ეს დადასტურდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ” – თქვა სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

„TV პირველის“ იურისტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან საშიში პრეცენდენტია და გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს:

„ეს არის იმ საშიში ტენდენციის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ორი წელია სასამრთლოში, როცა მასობრივად შედის და კმაყოფილდება ხელისუფლების წარმომადგენლების სარჩელები ცილისწამებასთან დაკავშირებით. დღევანდელ საქმეშიც სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი. სასამართლომ არ გაითვალსიწინა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ის რისკები, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ახლავს თან. ეს პირდაპირი მესიჯია სამოქალაქო საზოგადეობისთვის, რომ არ ისაუბრონ ხელისუფლებაზე და არ გააკრიტიკონ ის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები