გაგლოევი რუსეთის მიერ ანექსირებულ ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა

30-11-2022 15:14:31 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მიერ ანექსირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა. გაგლოევის საბრძოლო მოქმედებების ზონაში პირველად ჩავიდა.

"გაგლოევი ოსეთიდან მებრძოლთა გასამხნევებლად სპეცოპერაციის ზონას ეწვია. იგი მეოთხე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებსა და მოხალისეებს შეხვდა და მათ ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა. გადაცემულ აღჭურვლობას შორის არის კარდროკომპერები, გენერატორები, ზამთრის ეკიპირება პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და საკვები. სახელმწიფოს მეთაურს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირი აქვს, კარგად იცნობს სიტუაციას, იცის პირველი რიგის საჭიროებების შესახებ", – აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს–სამსახურში.

მანამდე ალან გაგლოევმა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მალე დასრულების იმედი გამოთქვა.

ღია წყაროების მიხედვით, უკრაინის ომში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან, სულ მცირე, 20 მებრძოლი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები