Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მივიდა

მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მივიდა

02/12/2022 10:58:59 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს კლინიკაში შესვლამდე განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ტოქსიკოლოგიური კვლევის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პოზიციის მოსასმენად და ნიმუშების ასაღებად მივიდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა დაიწყეს საუბარი მისი მოწამვლის შესახებ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიხეილ სააკაშვილთან შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

„საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზები. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, ადვოკატირების მოქმედების საფუძველზე დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზები. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე არიან ჩართულნი გამოძიების პროცესში, ფაქტობრივად, ეცნობოდნენ საქმის მასალებს, არ გაჟღერებულა, რომ შესაძლოა, რაიმე უცხო სხეული ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა თავდაპირველად არ დანიშნულა და ეს არასწორი განცხადებაა, რომელიც გაკეთდა იმიტომ, რომ საქმის მასალებსა და დადგენილებას ადვოკატები გაეცნენ და ჩვენთვის უცნობია, რატომ გამოიტანეს ეს დასკვნა. ადვოკატები ყველა ექსპერტიზის დადგენილებას გაეცნენ“, - თქვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე.

მისი თქმით, ექსპერტიზა ჩატარდება მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღებენ თანხმობას.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S