Accentnews.ge
თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთში ვოლოდინის ჩასვლის ფაქტს "სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებად" აფასებს

თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთში ვოლოდინის ჩასვლის ფაქტს "სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებად" აფასებს

02/12/2022 13:46:30 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ჩასვლას გმობს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიაჩესლავ ვოლოდინი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობს, აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან „გულახდილი საუბარი ჰქონდა და მათ შეძლეს, უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის“.

დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბასთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდინმა განაცხადა, რომ "შეიქმნება ერთობლივი საპარლამენტო ფორმატი, სადაც აფხაზური და რუსული მხარე პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ".

"[რუს] ხალხს სურს გაემგზავროს აფხაზეთში. აფხაზეთის მოსახლეობას სურს გაემგზავროს რუსეთში. ეს ჩვენ გვავალდებულებს და ეს ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მომავალი მუშაობისთვის, რათა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სოციო-ეკონომიკურ სფეროში, გადაიჭრას პრობლემები საბაჟო პოლიტიკის სფეროში, საგადასახადო და სოციალურ პოლიტიკაში, ასევე, შეიქმნას პირობები ბიზნესის განვითარებისთვის“, – განაცხადა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S