Accentnews.ge
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში სკოლებს აუქმებს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში სკოლებს აუქმებს

21/05/2019 16:27:54 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში ორი სკოლის დახურვას გეგმავს. მიზეზად მოსწავლეების სიმცირე სახელდება. 

„მოვლენები, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, სოფლების მოსახლეობისგან დაცლას უწყობდა ხელს, მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირის გამო იმ დროიდან სკოლები იხურებოდა და მცირეკონტინგენტიანი სასწავლო დაწესებულებების პრობლემა დღემდე ნარჩუნდება. ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ, დავხუროთ სკოლები ზნაურის რაიონის სოფელ ნოგკაუში, ასევე ლენინგორის [ახალგორის] რაიონის სოფლებში აბრევსა და ახმაჯში. ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, სოფლებში სკოლები შევინარჩუნოთ, თუმცა მოსწავლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო მათი დახურვა გვიწევს. მაგალითად, აბრევის სკოლაში სულ ორი მოსწავლეა და შესაძლებელი იქნება მათი ტარება მეზობლად მდებარე სოფელ წინაგარის სკოლაში. ანალოგიურად მეზობელი სოფლების სკოლებში ივლიან დანარჩენი ორი დახურული სკოლის მოსწავლეებიც“, – განაცხადა დე ფაქტო განათლების მინისტრმა ნატალი გასიევამ.

როგორც “აქცენტს” ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა განუცხადა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტი მართლაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 

“ამ სოფლებში სკოლების დახურვაზე წლებია, მიდის საუბარი. სკოლა სოფელში მოსახლეობას ამაგრებს: გარდა განათლების მიღების ადგილისა, ეს სოფლებში დასაქმების საშუალებაცაა. დახურული სკოლები ჩვენთან შემდეგ ხელახლა აღარ გახსნილა, სამწუხაროდ. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან მაგალითად, სოფელ აბრევიდან სამუშაოდ ჩვენს დაბაში ჩამოდიან ხელისუფლების ხელშეწყობით. სოფლების მოსახლეობას უჭირს რაიონებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტი, დასაქმება, დგას მედიცინის ხელმიუწვდომლობის პრობლენა... რიგში სხვა სკოლებიცაა, სამწუხაროდ და ეტაპობრივად მათაც ამ სკოლების ბედის გაზიარება მოუწევთ” - აღნიშნა მეარაყიშვილმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S