Accentnews.ge
აფხაზეთში "თბილისის მხრიდან შესაძლო ტერორისტული საფრთხის" შესახებ განაცხადეს

აფხაზეთში "თბილისის მხრიდან შესაძლო ტერორისტული საფრთხის" შესახებ განაცხადეს

05/12/2022 14:25:13 კონფლიქტები

აფხაზეთში "ამოწმებენ ინფორმაციას" თბილისის მხრიდან შესაძლო ტერორისტული საფრთხის თაობაზე, - იუწყება დე ფაქტო უშიშროების სამსახური.

"ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციის შემოწმებაზეა მიმართული" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროება მოუწოდებს აფხაზეთის მაცხოვრებლებს, "შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ სიფხიზლე და არ აჰყვნენ პროვოკაციებს".

მანამდე აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა "АМРА-life" გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი და ცნობა სათაურით "აფხაზეთში ტერაქტები იგეგმება". აუდიოჩანაწერში უცნობი ქალი ყვება იმის შესახებ, რომ "აფხაზ ძალოვანებს გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ აცნობეს, რადგან მიღებულია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ საქართველოს მხრიდან მსხვილი ტერაქტი დაასპონსორა". "არ იციან, ვინაა, ვერ პოულობენ", – აცხადებს უცნობი ქალი და დასძენს, რომ სკოლებში, ბაზრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

ცნობისთვის: სექტემბერში სოხუმის საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აფხაზი ძალოვანებისა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S