
ოსურ ჯარში საბრძოლო მზადყოფნის კვირეული დაიწყო
05/12/2022 14:59:39 კონფლიქტები
ზამთრის პერიოდის დაწყებასთან ერთად ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის კვირეული დაიწყო, - იუწყება დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
მისივე ცნობით, "ქვედანაყოფებში იმართება რიგი ღონისძიებები, რომელთა მიზანს მშვიდობიანიდან საომარ რეჟიმში გადასვლისას სამხედროების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა წარმოადგენს".
"კვირეულის დასასრულს სასწავლო განგაშის სიგნალით შეიარაღებული ძალების მთელი პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი" - ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.