Accentnews.ge
ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა: "სააკაშვილი გადასაყვანია სხვა ქვეყნის კლინიკაში"

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა: "სააკაშვილი გადასაყვანია სხვა ქვეყნის კლინიკაში"

06/12/2022 16:25:01 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი 4 დეკემბერს გასინჯეს და აპრილთან შედარებით მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული:

"გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებაში, გამოიხატა პოლინეიროპათია. გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება, დახმარებით დგება. საუბარში, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, შეფასდა მისი კოგნიტიური სფეროც და ისიც დაქვეითებულია. აქვს ცხელება.ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიცაა კახექსია. პაციენტი აცხადებს, რომ ვერ იღებს საკვებს და ამ ფონზე განვითარდა კახექსია. მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი. ეს შეიძლება, შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება, მოჰყვეს".

მისი თქმით, "საქართველოს ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს":

"აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით რომ მიუხედავად იმისა რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, კეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, შესაბამისი ინსტრუმენტური კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ამ ეტაპზე. ვფიქობთ, რომ მოცილებულ უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი. როცა პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება მრავალ კლინიკაში, მაშინ მე ვფიქრობ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული რომ პაციენტი უნდა იქნას ჩვენი ქვეყნდან გაყვანილი და სხვაგან უნდა იქნას ნამკურნალები, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს. როგორც დიაგნოზისა, ასევე შესაბამისი გამოცდილება აქვს. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ ისინი აკლებენ რაიმეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს".

კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა ექიმმა გია ხურციძემ აღნიშნა, რომ პაციენტის წონა პროგრესულად ვარდება, რაც შეიძლება ლეტალურ შედეგამდე მივიდეს 2-3 თვეში:

"სხეულის მასის ინდექსი, ნორმაში არის 19-დან 27-მდე და მისი ამჟამად არის 20. ძაან სწრაფად იკლებს წონაში, 25 კგ დაიკლო დაახლოებით სექტემბრიდან, იგივე დინამიკით რომ გაგრძელდეს, 51-50 კგ/მდე ჩამოვა 2-3 თვის განმავლობაში. ეს უკვე იქნება ის კრიტიკული ზღვარი, როცა იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი ცვლილებები ორგანიზმში. რაც გაკეთდა საქართველოში, თუ რამე ხელმისაწვდომია ყველაფერია გაკეთებული კლინიკურიც, ლაბორატორიულიც და მკურნალობაც. ჩვენ რაც გვაშინებს ისაა, რომ წონის კლება მიდიოდა დუნედ და ახლა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა, რაც შემაშფოთებელია. ამას ემატება ნერვების დაზიანება, სიცხე, ანუ რაღაც ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომლის დიაგნოზიც აქ ვერ დავსვით. ჩვენი ცოდნით და ექსპერტიზით, საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, ამაზე მეტი ვერ წარმოგვიდგენია რა უნდა გაკეთდეს და ამასობაში, პაციენტს 2-3 თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებებამდე, სანამ მისი წონა დაეცემა იქამდე, რომ დაიწყებს საკუთარი ორგანოების მონელებას, მერე უკვე აღარაფერი მოატრიალებს მას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S