Accentnews.ge
"ჩემი შვილი ძალიან ცდილობს, რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ამასაც ზოგჯერ ვერ ინარჩუნებს"

"ჩემი შვილი ძალიან ცდილობს, რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ამასაც ზოგჯერ ვერ ინარჩუნებს"

07/12/2022 08:36:31 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი ცდილობს კვებას, თუმცა ზოგჯერ იმ მცირე საკვების შენარჩუნებასაც ვერ ახერხებს რასაც იღებს.

"დავდივარ ყოველ დღე და ვარ მოწმე იმის, რომ ძალიან ცდილობს, რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ორ ლუკმასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს, თუ ინარჩუნებს ძალიან უჭირს, ეწყება ხშირი სუნთქვა, უჭირს საკვების მიღება. [ზურაბ ჩხაიძის განცხადება მიზანმიმართულად საკვების არ მიღებაზე] ეს ძალიან უცნაურ განცხადებად მეჩვენება, რადგან მეც ვარ ამის მოწმე, და დავსწრებივარ როგორ ხდება კვება", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცოტა ხნის წინ "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ სპეციალური საგამოძიებო ორგანოს გამომძიებლები. უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა დღეს ნიმუშების აღებაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო და საგამოძიებო მოქმედებები მომდევნო დღეებში ჩატარდება.

„ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ, არ ჭამს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S