Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი 7 დეკემბრის დილის მდგომარეობით ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე საუბრობს

უკრაინის გენშტაბი 7 დეკემბრის დილის მდგომარეობით ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე საუბრობს

07/12/2022 09:47:43 ევროპა

რუსული ჯარების შეტევითი მოქმედებები კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის და ავდიევკას მიმართულებებზე,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 7 დეკემბერს.

„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ბელოგოროვკას, ლუგანსკის ოლქის და ვერხნეკამენნოეს, სპორნოეს, იაკოვლევკას, ბახმუტის, ბელაია გორას, კურდიუმოვკას, ნოვობახმუტოვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვსკის ოლქის დასახლებებში“,– ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშში.

უკრაინის სარდლობამ დააფიქსირა რუსული არმიის 10 სარაკეტო და 33 საჰაერო დარტყმა, ასევე 75 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. სარაკეტო დარტყმებით კრამატორსკში, კრივი რიჰში და ასევე ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ სტეფნეში სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა.

უკრაინის ჩრდილოეთში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაგრამ ბელარუსში რუსული ქვედანაყოფების წვრთნა გრძელდება:

„ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობით უკმაყოფილება იზრდება ამ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებსა და შეიარაღებულ ძალებში რესპუბლიკის უკრაინასთან ომში ჩაბმის საფრთხის გამო“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

რუსული ჯარები აგრძელებენ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

„მტერი აგრძელებს დანაკარგების მიღებას. დაღუპული დამპყრობლების რიცხვი კურსკის რეგიონიდან მობილიზებუთა შორის იზრდება, რასაც ადგილობრივი მედია ადასტურებს. გარდა ამისა, ადამიანური დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გამო, უკრაინის ომს რუსების ახალგაზრდა თაობა სულ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს. ქალაქ კურსკში და რეგიონში ჭორები ვრცელდება უკრაინის შეიარაღებულ ძალების შესაძლო შეჭრის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში თავდაცვის პოზიციების მზადება გრძელდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ასევე იუწყება 22 საჰაერო დარტყმის შესახებ რუსეთის პერსონალსა და სამხედრო ტექნიკაზე, ასევე 4 დარტყმის შესახებ მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 14 „შაჰედ-136“, ერთი „ორლან-10“ და კიდევ ორი ​​უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა ტიპი ჯერ არ არის დაზუსტებული.

იხილეთ ასევე: „საკუთარი მებრძოლების გვამებს აბიჯებენ“: რატომ ცდილობენ რუსები გაშმაგებით ბახმუტის ხელში ჩაგდებას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S