
"დიაგილევოზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის რუსეთის საჰაერო ძალების მაიორიც იყო - მედია
12/12/2022 11:59:10 ევროპა
რიაზანის მახლობლად რუსეთის აეროდრომ "დიაგილევოზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის იყო რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მაიორი. ამის შესახებ რუსული და უკრაინული ტელეგრამ–არხები, ასევე გამოცემა "Новая газета. Рязань“ იუწყებიან.
გამოცემამ დაღუპული სამი სამხედროს დაკრძალვის თაობაზე მასალა გამოაქვეყნა და დაასახელა მათი ვინაობა: ევგენი ნავლიუტოვი, ალექსანდრე შნოტინი და ანდრეი სტოლიაროვი. ირკვევა, რომ ნავლიუტოვის სამხედრო წოდება მაიორი იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მოხსენებაში „დიაგილევოს“ აეროდრომზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ნათქვამია, რომ დაიღუპა „ტექნიკური შტაბის სამი რუსი სამხედრო“.
მანამდე მაიორის დაღუპვის შესახებ მისი ახლობლები წერდნენ სოციალურ ქსელში. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ის მსახურობდა კალუგას მახლობლად, შაიკოვკას ავიაბაზაზე მდებარე სამხედრო ნაწილში და მივლინებით რიაზანში ჩავიდა. Tu-22M3 ბაზირებულია ასევე დაფუძნებულია შაიკოვკას აეროდრომზე. უამრავ ტელეგრ–არხზე გაჩნდა ცნობა, რომ ნავლიუტოვი სწორედ ასეთი ბომბდამშენის პილოტი იყო და მონაწილეობა მიიღო უკრაინის ტერიტორიების დაბომბვებში.
Tu -22M3 ასევე განლაგებული იყო „დიაგილევოს“ აეროდრომზე, რითაც შესაძლოა, ახსნას ნავლიუტოვის მივლინება. თავდასხმისას მინიმუმ ერთი თვითმფრინავი დაზიანდა.
იმავე დღეს - 5 დეკემბერს - რუსეთის ზურგში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, იერიში მიიტანეს კიდევ ერთ საჰაერო ბაზაზე. სატელიტურმა სურათებმა დააფიქსირა Tu-95 ბომბდამშენის სავარაუდო დაზიანება.
უკრაინამ ოფიციალურად არც დაადასტურა და არც უარყო, რომ სწორედ მან განახორციელა ეს დარტყმები, თუმცა, ამერიკული მედია, უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, მტკიცებით ფორმაში წერს, რომ სწორედ უკრაინელი სამხედროების მიერ მოდერნიზებული საბჭოთა თვითმფრინავების დახმარებით განხორციელდა იერიში.
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში