Accentnews.ge
ამერიკელი ანალიტიკოსი: "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია"

ამერიკელი ანალიტიკოსი: "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია"

12/12/2022 13:39:59 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება მისასალმებელია. ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა "აქცენტს" განუცხადა.

"ამ პორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას და იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით იფუნქციონირებს. პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია. ვიმედოვნებ, დასავლური კომპანიები პროექტში ინვესტიციებს სწრაფად განახორციელებენ", – განუცხადა გობლმა "აქცენტს".

ცნობისთვის: დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა მუშაობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების განახლებულ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 51 პროცენტით განისაზღვრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S