Accentnews.ge
"გერმანიამ უკრაინაში 24 ერთეული „ჰაუბიცა“ გაგზავნა და „გეპარდების“ მიწოდებას გეგმავს"

"გერმანიამ უკრაინაში 24 ერთეული „ჰაუბიცა“ გაგზავნა და „გეპარდების“ მიწოდებას გეგმავს"

13/12/2022 06:18:39 ევროპა

გერმანია დღემდე არ აწვდის უკრაინას თანამედროვე ტანკებს, მაგრამ აგრძელებს სხვა ტიპის იარაღის, მათ შორის, თვითმავალი ჰაუბიცების გაგზავნას, - ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა განაცხადა.

"უკრაინაში 24 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა ჩაიტანეს. ასევე მიეწოდება 6-7 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო სისტემა, „გეპარდი““, - აღნიშნა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, პირადად მომხრეა, უკრაინაში თანამედროვე ტანკები Leopard-ისა და Marder-ის გაგზავნონ, თუმცა ხელისუფლება ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს.

სტრაკ-ზიმერმანი აცხადებს, რომ მათი მიწოდება ახლა უბრალოდ აუცილებელია და ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა გააკეთონ ეს.

იხილეთ ასევე: „ბრძოლა გარდატეხის პიკშია": რას შეცვლიან გერმანული Leopard– ები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S