Accentnews.ge
აფხაზეთში რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის საკითხები სოფლის მეურნეობის "მინისტრს" მიანდეს

აფხაზეთში რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის საკითხები სოფლის მეურნეობის "მინისტრს" მიანდეს

14/12/2022 06:41:22 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთთან "სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვაო სივრცის გამიჯნვის" კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

ბჟანიას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომისიას დე ფაქტო ვიცე-პრემიერი/სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარი იქნება.

კომისიის შემადგენლობაში არიან ასევე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანსუღ ნანბა, "დეპუტატები" თემურ შერგელია და ალხას ბარციცი, სხვა დე ფაქტო უწყებების წარმომადგენლები.

  • როგორც 2019 წელს სოხუმში რუსეთის იმჟამინდელმა დე ფაქტო ელჩმა ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, "რუსეთმა აფხაზეთს საზღვაო სივრცის გამიჯნვის შესახებ შეთანხმების გაფორმება იმის გამო შესთავაზა, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით". მისივე განმარტაბით, "დაურეგულირებელი რჩებოდა მხოლოდ ერთი სოფლის - აიბღას საკითხი".
  • 2020 წლის ნოემბერში რუსული მხარის მიერ ცალმხრივი გადაწყვეტილებით მდინარე ფსოუზე სოფელ აიბღას რუსულ ადლერის რაიონთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობამ სოხუმში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რუსული მხარის ეს ნაბიჯი "აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად" შეფასდა.
  • საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აიბღას შემთხვევას "რუსული ანექსიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს" უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S