Accentnews.ge
"TV პირველი" იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის სხდომაზე ჩასართავად დახმარებას სთავაზობს

"TV პირველი" იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის სხდომაზე ჩასართავად დახმარებას სთავაზობს

14/12/2022 09:29:07 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

ტელეკომპანია "TV პირველი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ჩასართავად ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. არხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე საჯაროდ გამოთქვამს მზადყოფნას.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო "ტვ პირველი" მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება და უზრუნველყოს მისი ტექნიკური საშუალებებით, მაღალი გარჩევადობის full HD ხარისხით პირდაპირი ტრანსლაცია კლინიკა "ვივამედიდან" თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე, ტექნიკურად უზრუნველყოს უკუკავშირი სასამართლოდან კლინიკაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მზად ვართ სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყონებლივ", - წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში..

დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხი განიხილებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S