Accentnews.ge
რომელ დარგებში მოიმატა ხელფასებმა

რომელ დარგებში მოიმატა ხელფასებმა

16/12/2022 07:48:55 ეკონომიკა, საზოგადოება

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1,595 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 16.5%-ით – 226.5 ლარით მეტია.

2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 904.8 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 292.7 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8%–ით);

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7%–ით);

⦁ მშენებლობა - 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1%–ით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3%–ით).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S