Accentnews.ge
ნიკერსი:შავი ზღვის კაბელის პროექტი ფართო რეგიონისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს

ნიკერსი:შავი ზღვის კაბელის პროექტი ფართო რეგიონისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს

18/12/2022 12:34:05 პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი ფართო რეგიონისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ ნიკერსმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ეს ახალი შეთანხმება არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ გააძლიერებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს უახლოეს მეზობლებს შორის, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას ფართო რეგიონისთვის. ეს არის ძალიან პერსპექტიული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას" - განუცხადა "აქცენტს" ნიკერსმა.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.

იხილეთ ასევე: ისტორიული შეთანხმება - საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

რევაზ არველაძე:"შავი ზღვის კაბელის პროექტით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებაც და პრაქტიკულად დამოუკიდებლობაც მაღლა იწევს"

ამერიკელი ანალიტიკოსი – შავი ზღვის კაბელის შესახებ: "პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ენერგიის დაზოგვას, ისე საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S