Accentnews.ge
300 დღე ომში: უკრაინის გენშტაბში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

300 დღე ომში: უკრაინის გენშტაბში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

20/12/2022 07:21:35 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ ძალისხმევის ფოკუსირებას ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, ლიმანსკის მიმართულებით დაკარგული პოზიციების აღდგენაზე.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპოპოვკასა და სერებრიანსკოეს დასახლებებზე, ასევე ვერხნეკამენსკოეში, პოდგოროდნოიეში, ბახმუტში, ოპიტნოიეში, კურდიუმოვკაში, კრასში და დონეცკის ოლქის მერიინკაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

იუწყებიან, რომ უკრაინულმა ავიაციამ 16 დარტყმა განახორციელა რუსული ჯარების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე და 6 დარტყმა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.

„გასული დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო–საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს საბრძოლო მასალის საცავს, 3 სამეთაურო პუნქტს და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 ზონას“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

რუსული მხარე ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.

იხილეთ ასევე: უკრაინის არმიამ რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნა – ISW

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S