Accentnews.ge
არძინბა მინსკში "ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებს" განიხილავს

არძინბა მინსკში "ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებს" განიხილავს

20/12/2022 09:48:44 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა "სამუშაო ვიზიტებით" მოსკოვსა და მინსკში გაემგზავრა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს" მედია-ცენტრის ინფორმაციით, იგი რუსეთისა და ბელარუსის დედაქალაქებში "ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებს" განიხილავს.

შეხვდება თუ არა არძინბა ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს - ინფორმაციაში დაკონკრეტებული არაა.

მანამდე მოსკოვში "რუსეთ-ბელარუსის კავშირის საპარლამენტო კრების" 63-ე სესია გაიმართა, რომელშიც აფხაზური და ოსური "პარლამენტების" დელეგაციებმაც მიიღეს მონაწილეობა.

  • მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ბელარუსი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო არაოფიციალურ ვიზიტად ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას შეხვდა. ამ ვიზიტამდე მას სოჭში რუს დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან ჰქონდა შეხვედრა.
  • ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი თბილისთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც, სულ მცირე, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, ბელარუსი არ შედის მოსკოვის იმ სატელიტი რეჟიმების მოკლე ჩამონათვალში, რომლებსაც აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აქვთ აღიარებული.
  • ლუკაშენკოს ხსენებულ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურმა თბილისმა მონსკს განმარტებები მოსთხოვა, საგარეო უწყებაში დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი. ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და პარლამენტის სპიკერმა პაპუაშვილმა, მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბელარუსი დიქტატორის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ორმხრივი ურთიერთობების პრინციპების დარღვევად შეაფასეს.
  • მანამდე ასლან ბჟანიას ნათქვამი აქვს, რომ "აფხაზეთი მზადაა, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსისა და სხვა ქვეყნების კავშირს, რომელიც უკრაინის ომის დასრულების შემდეგ შეიძლება, ჩამოყალიბდეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S