Accentnews.ge
უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით

უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით

21/12/2022 16:14:21 პოლიტიკა

უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტვიტერში”, პირად გვერდზე წერს.

“მიხეილ სააკაშვილი თავის 55-ე დაბადების დღეს რთულ ვითარებაში აღნიშნავს. უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ძალასა და სიმტკიცეს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და კარგ ჯანმრთელობას. დაე, ყველა შენი უბედურება წარსულში დარჩეს რაც შეიძლება მალე”, - წერს ერმაკი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.

„მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს ვიდეომიმართვისას.

შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოუწოდა საქართველოს „სწორი არჩევანის გაკეთებისკენ“:

“შეუძლებელია, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უყურო, როგორ კვდება ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია უყურო, ცივილიზებული სამყაროს თვალწინ როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს. უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, სწორი არჩევანი გააკეთე!”.

"ქართულ ოცნებაში" მოწოდებას "სპეცოპერაციის ნაწილი" უწოდეს.

იხილეთ ასევე: კობახიძე: "ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა ყველაფერი, რასაც ვამბობდით აქამდე"

სპეცოპერაციის ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადება - მდინარაძე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S