Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი:"საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ"

ირაკლი ღარიბაშვილი:"საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ"

22/12/2022 06:29:44 პოლიტიკა

საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობას უხდის.

“საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს მადლობას ვუხდი გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც საუდის არაბეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში შედგა. განვიხილეთ არსებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში ჩვენი პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საუდის არაბეთმა შავი ზღვის კაბელის პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა

ევროპული ფუნქცია: „საქართველომ შესაძლოა, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები მიიღოს“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S