Accentnews.ge
ედუარდ სააკაშვილი: "ვიმედოვნებ, ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე"

ედუარდ სააკაშვილი: "ვიმედოვნებ, ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე"

23/12/2022 08:45:07 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი,ედუარდ სააკაშვილი CNN-თან ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებამ იხილა, გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე.

მისი თქმით, ბოლო თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გაცილებით დაჩქარდა.

"მე მქონდა შესაძლებლობა რომ ის რამდენჯერმე მენახა ციხეში, როდესაც საჯაროდ არ ჩნდებოდა და ყველაზე მტკივნეული ჩმეთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ბოლო თვის განმავლობაში დაჩქარდა. ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რომ ის სიმულირებს და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე", - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S