
მარიუპოლის დრამატულ თეატრს ანგრევენ
23/12/2022 14:41:59 ევროპა
მარიუპოლის საოკუპაციო ხელისუფლება დრამატული თეატრის შენობას ანგრევს, – ამის შესახებ მარიუპოლის ლეგიტიმური მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშჩენკო იუწყება.
„მარიუპოლში დამპყრობლებმა დრამატული თეატრის ნახევარი პირწმინდად დაანგრიეს. ასე რომ, ორ დღეში მისგან ფიზიკური მეხსიერებაც აღარ იარსებებს“, - წერს ანდრიუშჩენკო.
რუსეთის ჯარებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი 2022 წლის 16 მარტს დაბომბეს. ძლიერი აფეთქების შედეგად შენობის სახურავი და ძირითადი კედლების უმრავლესობა ჩამოინგრა. რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა თეატრში და მის მახლობლად. მარიუპოლის საკრებულოს მტკიცებით, თეატრის დაბომბვის შედეგად თითქმის 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
იხილეთ ასევე: მედია–მარიუპოლში 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს