Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონის 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 80%-ზე მეტს რუსეთის დახმარება შეადგენს

ცხინვალის რეგიონის 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 80%-ზე მეტს რუსეთის დახმარება შეადგენს

23/12/2022 15:22:48 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მისი საშემოსავლო ნაწილი 8 მლრდ 781 მლნ 483 ათასი რუბლითაა განსაზღვრული, რომლის 80%-ზე მეტს რუსეთის დახმარება შეადგენს.

«ხსენებული თანხიდან 5 მლრდ 872 მლნ 252 ათასი რუბლი რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებაა ჩვენი რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ხოლო 1 მლრდ 215 მლნ რუბლი - ფინანსური დახმარება საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერაზე», – განაცხადა ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას დე ფაქტო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენა ჯიოევამ.

ბიუჯეტის პროექტი ერთხმად დამტკიცდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S