Accentnews.ge
რუმინეთის ელჩი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

რუმინეთის ელჩი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

23/12/2022 18:06:47 კონფლიქტები

რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

ელჩი ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ეწვია და შეხვედრები გამართა მის ხელმძღვანელობასთან, ასევე რუმინელ დამკვირვებლებთან.

"მოგეხსენებათ, რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის აგვისტოში აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, 2008 წლის ომის შემდეგ კი რუმინეთი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ყოველთვის დაჟინებით მოითხოვდა როგორც რუსეთის ჯარების ომამდელ პოზიციებზე გაყვანას, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვებას მეორე მხარეს. ჩვენ კვლავინდებურად ამ პოზიციას ვინარჩუნებთ. რუმინეთს მუდმივად ჰყავდა ან უდიდესი, ან სიდიდით მეორე ეროვნული კონტინგენტი მისიის ფარგლებში. ამჟამად მასში რუმინეთის დაახლოებით 22 მოქალაქე მსახურობს" - განუცხადა "აქცენტს" ელჩმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს კონფლიქტის ზონებში ერთადერთ საერთაშორისო წარმომადგენლობად რჩება. რუმინეთი იყო მისიის ერთ-ერთი მთავარი მუდმივი კონტრიბუტორი მისი დაარსების დროიდან - 2008 წლიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S