2025 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ექნებათ

26-12-2022 16:40:29 საზოგადოება

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნება ვალდებულება, გაიაროს სერთაშორისო აკრედიტაცია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მთავრობის დადგენილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვს ვალდებულება, გაიაროს სერთაშორისო აკრედიტაცია და ეს იქნება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხუთი მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი. მხოლოდ აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხზე:

„აქტიურად ვმუშაობთ, ვფიქრობ, მომდევნო მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხს, რომელიც გვინდა, 2024 წლიან სავალდებულოდ შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული, თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა, თუ სახარჯი მასალა იქნება მკაცრად გაკონტროლებული".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები