Accentnews.ge
„დრონმა მიზანს მიაღწია“: რუსეთის სიღრმეში შეტევამ მოსკოვს სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა აიძულა

„დრონმა მიზანს მიაღწია“: რუსეთის სიღრმეში შეტევამ მოსკოვს სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა აიძულა

27/12/2022 11:51:16 ევროპა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ცინცაძე ვარაუდობს, რომ 26 დეკემბერს რუსეთის სიღრმეში „ენგერლსი 2“ სამხედრო აეროდრომდე მომხდარმა აფეთქებებმა, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია გათავსებული, შეაფერხა მასირებული საჰაერო შეტევები უკრაინაზე „ენგელსის“ აეროდრომზე ბაზირებულია რუსეთის სტრატეგიული ბომბდამეები, რომლებიც ბომბავენ უკრაინის ქალაქებს.

მართალია, რუსული მხარე ირწმუნება, როგორც წინა იერიშის დროს, ამჯერადაც ორი დრონი განადგურდა, თუმცა ცინცაძის ცნობით, ერთმა მიზანს მიაღწია.

„რამდენიმე აეროდრომს იყენებენ, მათ შორის არის ენგელსი, სადაც მათი სტრატეგიული ბომბდამშენების დიდი ნაწილი იყო ბაზირებული. დარტყმამ სერიოზული ზიანი მიაყენა საფრენ საშუალებებს. თავად ამბობენ, რომ ორი დრონი იყო და რომ ორივე ჩამოყარეს. ჩვენი ინფორმაციით, მერე დრონმა მიზანს მიაღწია და ის აფეთქება, რაც მოხდა, აბსოლუტურად არ ჰგავს ჩამოგდებული დრონის აფეთქებას. დარტყმა რეალუადც იქნა მიყენებული. დაზიანდა საფრენი აპარატი, განადგურდა ცოცხალი ძალა, მაგრამ მთავარი, რაც მოხდა და რა ინფორმაციამა გამოჟონა რუსეიდან, არის ის, რომ საჰაერო მართვების ცენტრიც იქნა დაზიანებული და ვფიქრობ, ამასთან არის კავშირი, რომ ბოლო ერთი კვირა გვქონდა შედარებით მშვიდობიანი. იყო საჰაერო განგაში გამოცხადებული, მაგრამ ეს საჰაერო დარტყმით არ დამთავრებულა“,– თქვა ცინცაძემ „ფორმულას“ ეთერში.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის იური იგნატის ცნობით, რუსმა სამხედროებმა „ენგელსიდან“ თვითმფრინავები გაიყვანეს.

„გუშინდელი ცნობილი მოვლენების შემდეგ ვხედავთ, რომ თვითმფრინავები გააბნიეს. ეს არის სტრატეგიული ავიაცია. ვსაუბრობ ენგელსის აეროდრომზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე თვითმფრინავი, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე გადატანილია სხვადასხვა აეროდრომებზე, რომლებსაც შეუძლიათ მათი მიღება და მომსახურება“, - თქვა იგნატმა.

მისი თქმით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, 26 დეკემბრის საღამოს რუსული ავიაციის აქტიურობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასიური სარაკეტო თავდასხმის საფრთხეს არ გადაუვლია.

„პრეზიდენტი და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა ხაზს უსვამენ, რომ საფრთხე არ გასულა, ოკუპანტებს უარი არ უთქვამთ მზაკვრულ ზრახვებზე, შესაძლოა, სადღაც საახალწლო დღეებში დაარტყან ჩვენ ტერიტორიას... მუდმივად უნდა ვემზადოთ და დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა იური იგნატმა.

26 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ „ენგელსის“ აეროდრომდე აფეთქება მოხდა. თუმცა რუსეთის თავდაცვამ აფეთქება ორი დრონის ჩამოგდებას დაუკავშირა. განაცხადეს, რომ ამ ერიშის დროს სამი სამხედრო დაიღუპა, თუმცა სტრატეგული ავიაცია არ დაზიანებულა.

მედიის ცნობით კი, აფეთქების შემდეგ ხანძრის ფართობი 120 კვადრატული მეტრზე იყო გავრცელებული.

იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S