Accentnews.ge
ფაშინიანმა პუტინს შეხვედრაზე ღიად წაუყენა პრეტენზიები

ფაშინიანმა პუტინს შეხვედრაზე ღიად წაუყენა პრეტენზიები

27/12/2022 12:37:37 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ღიად განაცხადა პრეტენზია ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების „უმოქმედობის გამო“ და აღნიშნა, რომ ისინი 20 დღის განმავლობაში არ აკონტროლებდნენ ლაჩინის კრიტიკულ დერეფანს, რომელიც რეგიონს აკავშირებს სომხეთთან.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ლაჩინის დერეფნის კრიზისი ახლა მისთვის #1 საკითხია.

„თქვენ იცით, რომ თითქმის 20 დღეა ის [დერეფანი– რედ.] გადაკეტილია. ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის არეალი მთიან ყარაბაღში. მინდა, შეგახსენოთ, რომ სამმხრივი შეთანხმების მიხედვით [2020 წლის ნოემბერის . რუსეთის შუამავლობით შედგა სომხეთ–აზერბაიჯანს შორის – რედ.], ლაჩინის დერეფანი უნდა იყოს რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან გარანტირებული უნდა იყოს მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების ლაჩინის დერეფნის გასწვრივ. გამოდის, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე განხილვას ელის.

ეს არ არის ფაშინიანის პირველი კრიტიკული განცხადება კრემლისადმი ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მისი კრიტიკა.

  • 12 დეკემბერს ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის მოქალაქეთა საპროტესტო აქციის გამო ჩაიკეტა, რომლებიც ყარაბაღიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანის შეჩერებას მოითხოვენ.
  • 13 დეკემბერს აზერბაიჯანმა სომხეთიდან ყარაბაღში გაზის მიწოდება გადაკეტა.
  • 14 დეკემბერს სომხეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა სასარჩელო მოთხოვნით, ბაქოსთვის დერეფნის განბლოკვა დაეკისრებინა.
  • ევროსასამართლომ განაცხადა, რომ სერიოზული შეშფოთებით ადევნებს თვალს ლაჩინის დერეფნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S