Accentnews.ge
ინალ არძინბამ მინსკში ვიზიტის შედეგები შეაჯამა

ინალ არძინბამ მინსკში ვიზიტის შედეგები შეაჯამა

29/12/2022 09:23:27 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მინსკში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ვის შეხვდა ბელარუსში - "მინისტრს" არ დაუკონკრეტებია.

"აფხაზეთის პრეზიდენტის დავალებით ბოლო დღეები სამუშაო ვიზიტად მინსკში ვიმყოფებოდი. ვმუშაობთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე. ეს საკითხების საკმაოდ ფართო წრეა. მიდის პროფილური სპეციალისტების მუშაობა კონკრეტულ მიმართულებებზე. შექმნილია დარგობრივი სამუშაო ჯგუფები. დროულად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ჩვენი მუშაობის შედეგების თაობაზე" - განაცხადა არძინბამ.

19 დეკემბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ინალ არძინბა მოსკოვსა და მინსკში მიემგზავრებოდა "ურთიერთქმედების აქტუალური საკითხების განსახილველად".

  • მიმდინარე წლის 28 სექტემბერს აფხაზეთს ბელარუსი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია, რომელიც ბიჭვინთაში ზღვით ჩავიდა და "პრეზიდენტ" ბჟანიას შეხვდა. თავად ლუკაშენკოს განცხადებით, მან აფხაზეთში "სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები" განიხილა.
  • აფხაზეთში ვიზიტამდე ბელარუსი დიქტატორი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა.
  • ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი თბილისთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარეს და განმარტებები მოსთხოვეს.
  • ბელარუსს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.
  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გამოთქმული აქვს მზადყოფნა, "რესპუბლიკა შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსისა და სხვა რიგი ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S