
მედია: უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე აფხაზი მოხალისე დაიღუპა
29/12/2022 09:47:40 კონფლიქტები
სოცქსელები უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ერთდროულად რამდენიმე აფხაზი მოხალისეს დაღუპვის შესახებ იუწყებიან. ისინი ბატალინ "პიატნაშკას" რიგებში ირიცხებოდნენ.
ტელეგრამ-არხ "Абхазия центр"-ის ცნობით, ავდეევკის მიდამოებში დაღუპულია ოთხი აფხაზი მებრძოლი, არიან დაჭრილებიც.
ერთ-ერთი დაღუპული მადბეი აბიჯბაა (მეტსახელად ნოდიკი), - წერს ტელეგრამ-არხი OSINT.
თავად "პიატნაშკა" მომხდარის შესახებ ჯერ-ჯერობით დუმს.
ომის პირობებში ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.
მანამდე უკრაინაში აფხაზეთიდან კიდევ ოთხი მოხალისე - ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი და ბესლან ტაბაღუა დაიღუპნენ.
"პიატნაშკას" ხელმძღვანელი ახრა ავიძბა საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება აქვს მინიჭებული. გასული წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურს ავიძბა ძებნაში ჰყავს გამოცხადებული.
ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ამჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ხელისუფლებაში მოყვანაში და 2020 წლიდან მისი "მრჩეველიც" იყო, თუმცა შემდეგ თანამდებობა დატოვა და გასულ წელს აფხაზეთში დაკავებულიც იყო რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად.