
როგორ დავიცვათ შენობის უსაფრთხოება და შევინახოთ აუცილებელი დოკუმენტები საიმედოდ?
29/12/2022 11:43:23 საზოგადოება, რეკლამა
დაცვის სისტემები შენობებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და შენარჩუნებას ემსახურება. დღეს მათი არსებობა სავალდებულოც კია, რათა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უბედური შემთხვევების გამო, საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
უსაფრთხოების სისტემების ქვეშ ერთიანდება:
● ელექტრონული საკეტების სისტემა
● ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა
● შეზღუდული დაშვების სისტემა
● ოთახების მართვის სისტემა
● პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა
● შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა და სხვ.
თითოეული მათგანი ინდივიდუალური ფუნქციებითა და მექანიზმებით ხასიათდება, რომლებიც შენობის დაცვისკენაა მიმართული.
რა არის შეზღუდული დაშვების სისტემა?
დაშვების მართვა შენობის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დაშვების სისტემა კი გვეხმარება შენობის ამა თუ იმ ნაწილებში ადამიანების მოძრაობის ნაკადის რეგულაციაში, ასევე, საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში შევზღუდოთ ის.
დაშვების სისტემა და მისი მექანიზმები უზრუნველყოფენ იმას, რომ დროის სასურველ მონაკვეთში გვქონდეს უტყუარი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია შენობაში და როგორ გადაადგილდება თითოეული მათგანი. ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების რაოდენობის განსაზღვრის გარდა, დაშვების სისტემა გამოსადეგია თანამშრომლების მონიტორინგისთვისაც. ის გვეხმარება, მარტივად გამოვთვალოთ თანამშრომლების სამუშაო დრო. ამგვარად, მსგავსი უსაფრთხოების სისტემები მოსახერხებელია მცირე თუ დიდი კომპანიების საოფისე შენობებში.
უსაფრთხოების სისტემების გარდა, კომპანიებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მონაცემების დაცულად შენახვა. თუ საკუთარ ბიზნესს ფლობთ და ყოველდღიურად ათასობით მონაცემთან შეხება გიწევთ, ეს ინფორმაცია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
რა არის დატა ცენტრი?
დატა ცენტრი არის სივრცე, რომელიც თქვენი დოკუმენტების საიმედოდ შენახვაში დაგეხმარებათ. მასში შეძლებთ მოათავსოთ მონაცემთა ბაზები და ზუსტად იცოდეთ, რომ ისინი არასდროს, არსად დაიკარგება. გაითვალისწინეთ, რომ თუ მათ დასაყენებლად გამართული ინფრასტრუქტურა არ გაქვთ, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამაში შუამავალი კომპანიები დაგეხმარებიან.
დატა ცენტრი მოიცავს:
- სერვერებს
- სარეზერვო კოპირებისა და არქივაციის სისტემას
- მონაცემთა შენახვის აპარატურას
- მათ დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურას
- მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის სისტემას
დატა ცენტრი ხასიათდება:
- ინტერნეტისა და ელექტროენერგიის უწყვეტი კავშირით
- უსაფრთხოებით
- კლიმატ კონტროლით
თუ გჭირდებათ უსაფრთხოების სისტემები ან საჭირო მასალების შესანახი დატა ცენტრი, უნდა იცოდეთ რომ კომპანია ვეზირი ამისათვის თანამედროვე და უსაფრთხო საშუალებებს გთავაზობთ. ესტუმრეთ “ვეზირის” ოფიციალურ საიტს - www.veziri.ge, შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტები და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ.