
1,5 წლის ბავშვი, რომელიც ახალგორიდან თბილისში მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა
02/01/2023 10:34:21 კონფლიქტები
1,5 წლის ბავშვი, რომელიც ახალგორიდან თბილისში მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა. როგორც ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა "ეხო კავკაზას" განუცხადა, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.
მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა ბავშვი მოსაბრუნის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
როგორც ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა. გარდაცვლილის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც ნუგზარ თინიკაშვილი ფლობს და არც თამარ მეარაყიშვილი.
ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს მოსაბრუნი/ოძისი (რაზდახანის ) და პერევის გამშვები პუნქტების გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა 2022 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გაცემული საშვის ქონა, რომელთა გაცემაც ნელა და შეფერხებით მიმდინარეობს.