Accentnews.ge
მედია – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ავტოინსპექციის თანამშრომლებმა ბიბილოვს ავტომანქანაზე სანომრე ნიშანის Z მოხსნა მოსთხოვეს

მედია – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ავტოინსპექციის თანამშრომლებმა ბიბილოვს ავტომანქანაზე სანომრე ნიშანის Z მოხსნა მოსთხოვეს

05/01/2023 12:14:51 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ავტოინსპექციის თანამშრომლებმა გააჩერეს ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ავტომანქანა „ლექსუსი“, რომლის სანომრე ნიშანია უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ სიმბოლო Z.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, ბიბილოვის მხარდამჭერი ინტერნეტ-რესურსები წერენ, რომ ე.წ. ავტოინსპექციის თანამშრომლები "იძულებული იყვნენ" შეესრულებინათ მოქმედი „პრეზიდენტის" ალან გაგლოევის ბრძანება და „ექს–პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვს მოსთხოვეს ამ სანომრე ნიშნის მოხსნა. ამავე წყაროების ინფორმაციით, „ბიბილოვმა მკაფიოდ გააგებინა, რომ არავის მისცემს მისი ავტომობილიდან ნეოფაშიზმთან ბრძოლის სიმბოლოს ჩამოხსნის უფლებას" და „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ მის პრინციპულ პოზიციას“.

ზოგიერთმა ოსურმა და რუსულმა ტელეგრამ-არხმა მომხდარში „რუსოფობიის“ ნიშნებიც დაინახა.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ავტომანქანა რამდენიმე დღის განმავლობაში მოძრაობდა დაუდგენელი სახეობის სარეგისტრაციო ნიშნებით მაშინ, როცა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებით, ავტომანქანის ნომერი შესაბამისი წესით დარეგისტრირებული უნდა იყოს. ამასთან, გაზაევმა თქვა, რომ "დარღვევის მიუხედავად, ბიბილოვს ისევ მისცეს Z-იანი ავტომანქანით გადაადგილების უფლება, რადგან ის სპეციალური სუბიექტია და გარკვეული იმუნიტეტი აქვს“.

„სამხრეთ ოსეთის მთელი ხალხი პირველივე დღეებიდან სრულად უჭეს მხარს რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", –. დასძინა გაზაევმა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S