
ჩხაიძე – სააკაშვილის შესახებ: "პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვაა"
09/01/2023 07:52:06 სამართალი, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.
"ვივამედის" დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სხდომაზე დასწრება პაციენტისთვის ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვაა.
"სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს პაციენტი, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა მისთვის, ფსიქო-ემოციური დატვირთვა და გარდა ამისა, ჩვენი სტაციონარიდან პაციენტის გაშვება სასამართლოში არ ხდება, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და ვერც გაკეთდება", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ. სხდომაზე სავარაუდოდ, რამდენიმე მოწმე გამოიკითხება. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს.