
საქართველოში მყოფ თითოეულ უკრაინელ ბავშვს 470 ლარს გადასცემენ
12/01/2023 12:02:37 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, 470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.
ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ "ცხელ ხაზზე" 1505.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021