
„ვაგნერს“ აქვს არა წინსვლა, არამედ მხოლოდ სიკვდილი – უოლესი
17/01/2023 07:53:24 ევროპა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს 16 იანვარს პარლამენტში გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ მონაწილეობაზე ჰკითხეს.
უოლესის ინფორმაციით, ბახმუტთან მოქმედებს „ვაგნერის“ საერთო შემადგენლობის 2/3, მათგან უმრავლესობა საპატიმროებიდანაა დაქირავებული.
მისივე ცნობით, „ვაგნერელთა“ დანაკარგიც დაახლოებით 2/3–ია, ამიტომ, პატიმრებისთვის ეს დაჯგუფება საუკეთესო ვარიანტი არ არის.
ამასთან, უოლესმა პროპაგანდა უწოდა „ვაგნერის“ განცხადებებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი მან დაიპყრო.
ბრიტანელი მინისტრის თქმით, „ვაგნერელებს“ არა მნიშვნელოვანი წინსვლა, არამედ მხოლოდ სიკვდილი აქვთ, მათ შორის, საკუთარი მეთაურების ხელით.
ბენ უოლესი დაეთანხმა ერთ-ერთი დეპუტატის შეფასებას, რომ „ვაგნერის“ წევრები ომის დანაშაულს სჩადიან.
„ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და უკრაინასთან ომში.
„ვაგნერის“ მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მრავალ სამხედრო დანაშაულში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი მოქმედებენ.
იხილეთ ასევე: „იმედია, ჩემი ჩვენება შურისძიებას დაეხმარება“: „ვაგნერის“ დაქირავებულმა უკრაინელების სიკვდილით დასჯაზე ისაუბრა