მეჯვრისხევში ოკუპანტების მონაწილეობით მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტს EUMM–ში ადასტურებენ

17-01-2023 15:35:12 კონფლიქტები ,საზოგადოება

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენლის დავით ქაცარავას ცნობით, „პარასკევს, 13 იანვარს, EUMM-ის სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო“.

ქაცარავამ თქვა, რომ მან ამის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებისგან მიიღო.

ინციდენტის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 110-ე შეხვედრის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი. არის მოლოდინი, რომ ამ თემაზე კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება. მანამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) დაადასტურეს ინციდენტი და განაცხადეს, რომ ჯგუფის წევრები არ დაშავებულან, იმოქმედეს "უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“ .

როგორც ცნობილია, ერგნეთის შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ამ ინციდენტზეც ისაუბრებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები