
დნეპრში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპუთა რაოდენობა 45–მდე გაიზარდა, მათგან 6 ბავშვია
17/01/2023 18:08:02 ევროპა
დნეპრში მრავალსართულიან სახლზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, მათგან 6 ბავშვია.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
“მოვისმინე ანგარიშები დნიპროში რუსული რაკეტის მიერ განადგურებულ სახლზე.ამ მომენტისთვის ნანგრევების დემონტაჟი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ცნობილია 45 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 6 ბავშვია. 79-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის 16-მა ბავშვმა. მთლიანობაში, ამ მრავალსართულიან შენობაში 1700 ადამიანი ცხოვრობდა. შენობაში 230 ბინა დაზიანდა, 72 მთლიანად განადგურდა.
განკარგულება გავეცი გამარტივებულიყო და დაჩქარებულიყო დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა, რათა ადამიანებმა ამ ტრაგედიის შემდეგ რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი ცხოვრების აღდგენა.
ჩვენ ასევე ვაწარმოებთ გამოძიებას ყველა გარემოების გასარკვევად და ყველა იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, ვინც მონაწილეობდა რუსეთის ამ დანაშაულში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ყველას, ვინც გამოიწვია ეს ტერორი. ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ და სხვა სარაკეტო თავდასხმებში, ნაპოვნი იქნება და პასუხს აგებს”, - წერს ზელენსკი.
რაკეტა სახლს 14 იანვარს მოხვდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, სახლს მაღალი ალბათობით მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.
თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სწორედ ამ ტიპის რაკეტის გამოყენებამ გამოიწვია დიდი მსხვერპლიც 2022 წლის ივნისში, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე დარტყმისას.