
ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს – მედია
19/01/2023 07:00:44 ევროპა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის Leopard–2–ის ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს შეერთებული შტატებიც მიაწვდის,– იუწყება მედია.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ ევროპული ქვეყნებიც მოუწოდებენ, მათ შორის პოლონეთი. ანჯეი დუდამ ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას Leopard–2–ის ტიპის გერმანული ტანკები, თუკი ბერლინი, როგორც მწარმოებელი ქვეყანა, მათ რეექსპორტირებაზე ნებართვას გასცემს.
მანამდე „ბლუმბერგს“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ დავოსში განუცხადა, რომ პოლონეთი მოელის, რომ ევროპელი მოკავშირეები 100-მდე გერმანულ თანამედროვე ტანკს Leopard–ს მიაწვდიან უკრაინას სამხედრო დახმარების სახით.
Leopard–2–ის ტიპის ტანკები ყველაზე მოწინავე საბრძოლო ტექნიკაა, რომლის ჭურვსაც 5 კმ-ის რადიუსის მანძილის დაფარვა შეუძლია.
იხილეთ ასევე: გერმანია უკრაინისთვის Leopard–ების მიწოდების შესახებ განაცხადებს – მედია
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021