Accentnews.ge
ამერიკელი კონგრესმენები ბაიდენს და შოლცს მოუწოდებენ, მიბაძონ ბრიტანეთს

ამერიკელი კონგრესმენები ბაიდენს და შოლცს მოუწოდებენ, მიბაძონ ბრიტანეთს

19/01/2023 08:10:36 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა – მაიკლ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა აშშ-ის და გერმანიის მთავრობებს მოუწოდეს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცენ რუსეთზე გასამარჯვებლად საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება.

როგორც კონგრესმენები პრეზიდენტ ბაიდენისა და კანცლერ შოლცის მთავრობებისადმი მიმართვაში აღნიშნავენ, დროა, მათ მიბაძონ მოკავშირეებს - დიდ ბრიტანეთს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

კონგრესმენები აცხადებენ, რომ გერმანიამ და აშშ-მა უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ტანკები Leopard 2, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS) და სხვა მაღალი სიზუსტის შეიარაღება.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, აშშ ასრულებს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტზე, რომელიც ამ კვირის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.

იხილეთ ასევე: ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს – მედია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S