Accentnews.ge
საია–ს თავმჯდომარე: "ინტერპრეტირება, თითქოს მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა, მნიშვნელოვანი დარღვევის არაღიარებაა"

საია–ს თავმჯდომარე: "ინტერპრეტირება, თითქოს მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა, მნიშვნელოვანი დარღვევის არაღიარებაა"

19/01/2023 16:39:12 პოლიტიკა, სამართალი

„საიას“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ავალდებულებს სახელმწიფოს, გამოძიება განაახლოს. როგორც საიას თავმჯდომარე განმარტავს, მისი ინტერპრეტირება ისე, თითქოს ამ საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა და მხოლოდ ,,ცალკეული პროცედურული საკითხები“ იყო პრობლემა, მნიშვნელოვანი დარღვევის არაღიარება, გაუფასურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმგვარი ინტერპრეტაციები, რომ საზოგადოებამ იფიქროს, თითქოს ის დარღვევა, რომელიც დადგინდა, იმდენად უმნიშვნელოა, რომ საქმის წაგება მოგებას უტოლდება.

მაჩალიკაშვილის საქმეზეც იგივეს ვხედავთ. ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში იმის გამო, რომ სახელმწიფომ ეს საქმე ეფექტიანად არ გამოიძია. გადაწყვეტილება ავალდებულებს სახელმწიფოს, გამოძიება განაახლოს. მისი ინტერპრეტირება ისე, თითქოს ამ საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა და მხოლოდ ,,ცალკეული პროცედურული საკითხები“ იყო პრობლემა, მნიშვნელოვანი დარღვევის არაღიარება, გაუფასურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”,- წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელ „Facebook”-ზე.

იხილეთ ასევე: მაჩალიკაშვილების სარჩელი სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S