Accentnews.ge
დნეპრის მერი: „სამწუხაროდ,მოძმე ქალაქთან – ქუთაისთან ომში კავშირი დავკარგეთ“

დნეპრის მერი: „სამწუხაროდ,მოძმე ქალაქთან – ქუთაისთან ომში კავშირი დავკარგეთ“

20/01/2023 11:54:56 ევროპა, პოლიტიკა

„ფორმულასთან“ ინტერვიუში უკრაინის ქალაქ დნეპრის მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ ქუთაისი დნიპროსთან დაძმობილებული ქალაქია, თუმცა ომში კავშრი გაწყდა.

ფილატოვის თქმით, დაძმობილებული ქალაქები დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შემდეგ დახმარებას უგზავნიან, თუმცა არა ქუთაისი:

"ჩვენ დახმარებას გვთავაზობენ ჩვენი მოძმე ქალაქები – კიოლნი, იაპონიის ოსაკა, სლოვაკეთის ჟილინა და არის სურვილი, დაეხმარონ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. სამწუხაროდ, ჩვენს მოძმე ქალაქთან – ქუთაისთან დავკარგეთ ომში კავშირი. ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან" .

ამასთან, დნეპრის მერს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაზეც ჰკითხეს.

"არ მინდა, ჩავანაცვლო ჩვენი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება. ვისაუბრებ, როგორც კერძო პირი, უბრალოდ ადამიანი. ძალიან გულს მტკენს, როდესაც ვაკვირდები საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. საქართველო გახლავთ არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, არამედ ქართველები არიან ჩვენი ძმები. იცით, რომ ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინელების გვერდით, ეხმარებიან ჩვენს არმიას, იღუპებიან უკრაინის მიწაზე უკრაინისთვის, საქართველოსთვის. ჩემთვის ძალიან ძნელია, ავხსნა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია. შეიძლება, ეს იყოს შიში, სურვილი, რომ სადღაც ჩირგვში ჩასხდნენ, შეიძლება, ეს იყოს რაღაც ეკონომიკური შეთანხმებები, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ილუზია! თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო შემდეგი იქნება. თავშესაფარში, ჩირგვში ჯდომა არ გამოვა, ამიტომაც, უნდა გაიგონ ჩემი ხმა და გაიგონ, რომ ეს არის ილუზია. რუსეთი შეიძლება, შეჩერდეს მხოლოდ იქ, სადაც შევაჩერებთ, არ გამოვა თავშესაფარში ჯდომა", - თქვა ფილატოვმა „ფორმულასთან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S